ფერდობი
ჩემს გვერდით ცხოვრობ, ჩემი მსგავსი: ქვად მოსული ჩაშვავებულ ლოყაზე ღამის. ო, ეს ფერდობი, საყვარელო, სადაც ვგორავთ შეუსვენებლივ ჩვენ, ქვანი, ღარაკ-ღარაკ მბრუნავნი. ჯერიდან ჯერზე კიდევ უფრო მომრგვალებულნი. მსგავსნი. უცხონი. მონამთვრალევი, ო, ეს თვალი, აქ ჩვენსავით რომ ეხეტება, და, ზოგჯერ, ჩვენ ის ერთარს გვხედავს გაკვირვებული. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი