ვიცი
და შენ, შენც ასე –: დაჭუპრებული. ვით ყოველივე ღამითრწეული. ირგვლივ ეს თრთოლვა-ფრთებისცემანი: რაც ჩამესმის და რასაც ვერ ვხედავ! და შენ, ვით დღისგან თავდახსნილი თითოეული: დაჭუპრებული. და თვალნი, შენ რომ გეძიებენ. ჩემი თვალიც – ამ თვალთა შორის. მზერა: სულ ერთი ძაფით მეტი, შენ რომელიც შემოგევლება. ეს გვიანი, გვიანი შუქი. ციმციმებენ ძაფები: ვიცი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი