ხსოვნა
ლეღვითნაყრული იყოს გული, მასში ჟამი გაიხსენებს ნუშისთვალს მკვდრისას. ლეღვითნაყრული. ზღვის სუნთქვაში კი – სიპი, ჩაშლილი შუბლი, დაიკო ფრიალო კლდეთა. და ირგვლივ შენი ჭაღარისა ფართოვდება სამზეური ღრუბლის საწმისი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი