პოლ ელუარის სახსოვარი
იგივ სიტყვები ჩაუსვენე საფლავში ცხედარს, რომლებსაც ერთ დროს მეტყველებდა, რათა ეცოცხლა. თავი მათ შორის დაუვანე, განაცდევინე ლტოლვის ენები, მარწუხენები. ქუთუთოებზე დაასვენე გარდაცვლილს სიტყვა, რომელსაც იგი არ ეტყვის იმას, ვინც მას შენობით ესიტყვებოდა, სიტყვა, რომლის პირ მისი გულის სისხლმა იჩქეფა, როცა შიშველმა ხელმა, მსგავსმა მისივ ხელისა, იმისმა ხელმა, ვინც შენობით ესიტყვებოდა, მიალურსმა ხეების მერმისს. შენ მას ეს სიტყვა დაასვენე ქუთუთოებზე: იქნებ, მის თვალში, სილურჯეს რომ ინახავს ჯერაც, შეაღწიოს სულ სხვა სილურჯემ, და მაშინ ის, ვინც მას შენობით ესიტყვებოდა, იოცნებებს, რომ მას “ჩვენ” უთხრას. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი