ჩვენ გხედავთ
ჩვენ გხედავთ, ცაო, დიახ, ჩვენ გხედავთ. შენ გამოდევნი წყება-წყება ჩუტყვავილებს, ჩირქოვან წყლულებს. ასე ამრავლებ მარადისობას. გხედავთ, მიწაო, დიახ, ჩვენ გხედავთ. წყება-წყება განასხვისებ სულებს, აჩრდილებს. ასე სუნთქავენ დროის ხანძრები. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი