კენოტაფი
მიმოაბნიე, უცხოვ, შენი ყვავილები, უშფოთველად მიმოაბნიე: შენ მათ გაუწვდენ ქვედამართულ სიღრმეებს: ბაღებს. ვინც აქ უნდა წოლილიყო, იგი არსად წევს. მაგრამ მის გვერდით სამყარო წევს, ის სამყარო, რომელმაც თვალი მრავალფერადი ყვავილობის წინაშე განხვნა. მაგრამ მან, რაკი ბევრი ნახა, ბრმები არჩია: ის ვიდოდა და ბევრად მეტს კრეფდა: ის კრეფდა სურნელს – და ეს მათ, ამის მნახველებმა, არ აპატიეს. ამის მერე კი წავიდა და იშვიათ წვეთს დაეწაფა – მან ზღვა დალია. თევზნი ზღვისანი – თუ შეერთვნენ თევზნი ზღვისანი? (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი