თქვი შენც


თქვი შენც,
თქვი, როგორც უკანასკნელმა,
თქვი შენი სიტყვა.


თქვი _
არა არ კი განწვალო ჰო-სგან.
შენს სიტყვას აზრი მიანიჭე:
უბოძე ჩრდილი.


უბოძე ჩრდილი საკმარისად,
ისევე მრავლად,
როგორც შენს ირგვლივ თვლი საჭიროდ ანაწილებდე
შუაღამესა და შუადღესა და შუაღამეს შორის.


მიმოიხედე:
ნახე, რარიგ მოზღვავდება სიცოცხლე ირგვლივ _
სიკვდილისას! სიცოცხლე ირგვლივ!
მართალს მეტყველებს, ვინც ჩრდილს მეტყველებს.


თუმცა კი, უკვე მჭიდროვდება შენი სადგომი:
საით აწიღა, განჩრდილულო, აწიღა საით?
წამოიმართე. მაღლით იმართე.
შენ გაილევი და გახდები კიდევ უფრო ვერსაცნობი, უფაქიზესი!
უფაქიზესი: ძაფი,
რომლითაც მას, ვარსკვლავს, ქვემოთ დაშვება ნებავს:
ქვემოთ ცურავდეს რათა, ქვემოთ,
სადაც იგი საკუთარ თავს ჩაჰკვირვებია: მოყარიბე
სიტყვათა მსუბუქ ტალღაზე მბრწყინავს.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი