ARGUMENTUME SILENTIO
რენე შარს მისაბლულია ოქროსა და დავიწყებას შორის: სიღამე. ორივ მას არის ჩაფრენილი. ორივ მისგან საზრდოობდა მოქმედების თავისუფლებით. დადე, ამიერ შენც იქით დადე, ამო- ნათება რასაც ნებავს დღეებთან ერთად: სიტყვა, ვარსკვლავზე გადამფრენი, ზღვის თავს ლივლივა. სიტყვა თვითეულს. თვითეულს სიტყვა, რომელიც მაშინ უმღერდა იმას, როცა მიპარვით აცხრებოდა ზურგიდან ხროვა _ თვითეულს სიტყვა, რომელიც მას უმღეროდა და ხევდებოდა. მას, ღამეს, მფრენი ვარსკვლავის თავს, ზღვის თავს ლივლივა, მასვე, უთქმელი, სისხლი რომ არ გადმოაჩქეფა, შხამით აღსავსე კბილმა როცა ბგერები ჩაჭრა. მას სიტყვა უტყვი. პირისპირ სხვათა, რომლებიც მალე, ვით მეძავებით, მოალყულნი მტანჯველთა სმენით, ლამის დროსაც და დროებებსაც გადასწვდებიან, ის დაამოწმებს ბოლო ჟამზე, ბოლო ჟამზე, როცა ოდენ ბორკილების ჟღარუნი ისმის, ის დაამოწმებს იმას, ვინც იქ წევს დავიწყებასა და ოქროს შორის, ოდითგანვე ძმებად მათი დამწყვილებელი _ რამეთუ, მითხარ, სად ინათებს, თუ არა მასთან, ვინც თავის ცრემლის ნიაღვარში დაძირულ მზეებს ნათესს უჩვენებს კვლავაც და კვლავაც? (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი