TENEBRAE


აქვე ვართ, ღმერთო,
ახლოს ვართ და ხელით საწვდომნი.
ღმერთო, ერთმანეთს
უკვე ისე ვეჭიდებით, თითქოს

შენი სხეულია თითოეული
ჩვენთაგანის სხეული, ღმერთო.
ილოცე, ღმერთო,
ჩვენ აქვე ვართ,

ილოცე ჩვენთვის.
ქარითრხეულნი ვისწრაფოდით,
ვისწრაფოდით, ღარტაფთან და კრატერთან რომ
დავხრილიყავით.

დასარწყულებლად ვვიდოდით, ღმერთო.
სისხლი იყო, სისხლი,
შენ რომ დაღვარე, ღმერთო.
თვალს ჭრიდა იგი.

შენს ხატებას არეკლავდა ჩვენს თვალში, ღმერთო,
თვალი და ბაგე განხვნილი და ცარიელი დაგვირჩა, ღმერთო.
ჩვენ შევსვით, ღმერთო.
სისხლი და ხატი, ამ სისხლში რომ ჰგიებდა, ღმერთო.

ჩვენ აქვე ვართ,
ილოცე, ღმერთო.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი