ამაოდ ხატავ...
ამაოდ ხატავ სარკმელზე გულებს: იქ, ქვემოთ, უკვე სასახლის ეზო ჯარისკაცებით მოუვსია სიჩუმის ჰერცოგს. ხეზე აღმართავს თავის ალამს _ ფოთოლს, რომელიც ულურჯდება შემოდგომაზე; ის თავის ლაშქარს უნაწილებს სევდის წველს და დროის ყვავილებს; თმამოჩიტული, ქარქაშში ხმლების ჩასაგებად მიემართება. ამაოდ ხატავ სარკმელზე გულებს: აღარ ჩანს ღმერთი, ჯარისკაცებს შორის ჩამდგარა, იმ მაზარაში გახვეულა, ერთ დროს, ღამით, კიბეზე რომ ჩამოსწყდა შენს მხრებს, ერთ დროს, სასახლე რომ აბრიალდა, როცა წარმოსთქვი, როგორც ყველამ: ჩემო ძვირფასო… აღარ ეცნობა უკვე მაზარა და ვარსკვლავებსაც აღარ მოუხმობს და მოფრიალე ფოთლისაკენ აჩქარებულა. “ო, წველი”, ნატრობს გაიგონოს, “დროის ყვავილი”. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი