ყვავილი


ქვა.
ქვა ჰაერში, მე რომელსაც დავედევნე.
შენი თვალი, ამ ქვასავით ბრმა.


ჩვენ ვიყავით
ხელები და
წყვდიადს ვხაპავდით, ვპოვებდით
სიტყვას, რომელიც ზაფხულს მაღლა აუყვა:
იგივ ყვავილი.


უსინათლოთა სიტყვა – ყვავილი.
შენი თვალი და ჩემი თვალი:
წყლისთვის
მზრუნველნი.


ზრდა.
გულისკედელ-გულისკედელ
ჩამოფურცვლილი.
და ერთი სიტყვაც, ამის მსგავსი, და უროები
დაიწყებენ სივრცეში რწევას.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი