თოვლის საწოლი


თვალნი, სინათლეწართმეულნი, შავი ჭირის მთათა კალთებში: აი, მოვდივარ,
გულში მტკიცედ ამოზრდილი.
აი, მოვდივარ.


კედელი მთვარის სარკის, ირიბი. დაქანებული.
(გაელვარება, დალაქული სუნთქვის ლაქებით. აქა-იქ – სისხლი.
სული, ღრუბლებში გახვეული, კიდევ ერთხელ თითქმის და ფორმა.
ჩრდილი, ბრჭყალებში მოქცეული, ათივე თითის.)


თვალნი, ქვეყანაწართმეულნი,
შავი ჭირის მთათა კალთებში,
თვალნი და თვალნი, ისევ და ისევ:


თოვლის საწოლი ჩვენ ორს ქვემოთ, თოვლის საწოლი.
ულევი ბროლი,
დროღრმივ დაგისოსებული, ვვარდებით და
ვვარდებით და ვწევართ, ვვარდებით.


და ჩვენ ვვარდებით:
ვიყავით და ვართ.
ჩვენ ვართ ერთხორც ღამესთან ერთად.
გასასვლელებში, გასასვლელებში.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი