ლანდშაფტის ჩანახატი


ოვალური საფლავები, ქვევით. ოთხტაქტში
წელიწადების სვლისა ზემორე
საფეხურდაცერებულთა ირგვლივ.

ლავა, ბაზალტი, სამყაროსგულ-
განმჭოლმხურვალე ქანები მთისა.
თავწყაროსტუფი,
შუქი სადაც გვეშურებოდა, წინმსწრები
სუნთქვის.

ზეთისხილისფრად, ზღვამჭოლმტვრიანი იგივ
ჟამი ხელშეუხები. მიმართული
ცენტრისკენ, ლეგა,
ქვისუნაგირა, ზემორე მისა,
დანახშირებულ-დაკოპებული,
ნიშაელვარე
შუბლი მხეცისა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი