მიწა ჰგიებდა...
მიწა ჰგიებდა მათში, და თხრიდნენ. თხრიდნენ და თხრიდნენ, და ილეოდა ასე დღე მათი, და ღამე მათი. არ ადიდებდნენ ისინი უფალს, ვისაც, სმენოდათ, ნებავდაო ეს ყველაფერი, ვინაც, სმენოდათ, უწყოდაო ეს ყველაფერი. თხრიდნენ და უკვე არაფერი აღარ ესმოდათ; არც ბრძენკაცებად ქცეულან და არც სიმღერა მოუგონიათ, არ შეუქმნიათ ახალი ენა. მარტოდენ თხრიდნენ. მოდგა სიწყნარე, მაგრამ მერე გრიგალიც მოდგა, მოზღვავებული იყო ყველა ზღვა. ვთხრი, თხრი, მატლიც თხრის, და, რაც იმღერს, იქ ამბობს: თხრიან. ო, ვინ, ო, არც ვინ, ო, არვინ, ო, შენ: საით ვიდოდა ის, არსაით რაიც ვიდოდა? ო, შენ თხრი, მეც ვთხრი, ვიმარხვი შენსკენ, და ეღვიძება ჩვენს თითზე ბეჭედს. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი