Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_8qogtn1e7fgpmr4qgk9qf5e0o3, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სიტყვა შესახებ ... - პაულ ცელანი | პოეზია

სიტყვა შესახებ ...


სიტყვა შესახებ სიღრმის-კენ-სვლისა,
ჩვენ რომელიც ამოვიკითხეთ.
წლებს ჩაუვლიათ მას მერე, სიტყვებს.
ჩვენვე ვართ ისევ.


იცი, ეს სივრცე უსასრულოა,
იცი, ფრენა სულ არ გჭირდება,
იცი, სიღრმეს გვიღრმავებს ჩვენ ის,
რაც შენს თვალში ეწერებოდა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი