ღვინოს და...
ღვინოს და გაუჩინარებას, ამ ორივეს მინებებული: მივაჭენებდი თოვლიანში, გესმის თუ არა, მივაჭენებდი ღმერთს შორეთში – ახლოეთში, იგი მღეროდა, ეს იყო ჩვენი ბოლო ჯირითი ადამიან-ბარიერთა თავს. იკაკვებოდნენ, როს თავზემოთ ჩვენ ჩავესმოდით, ისინი წერდნენ, მათგან მოსახულ ერთ-ერთ ენაზე მოჩხიბავდნენ ჩვენეულ ჭიხვინს. (გერმანულიდან თარგმნა დათ ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი