სამიდან მესამე, ოთხიდან მეოთხე


ფურჩალა პიტნა, პიტნა ფურჩალა,
მზემ რომ სახლის წინ ფრთა გაუშალა.


ეს დრო, შენი დრო, ნასათუთარი,
ჩემს პირთან მისი ეს საუბარი.


ამ უტყვ ბაგესთან, დუმილთან ბაგის,
სიტყვათა თანა, მთქმელთა უარის.


ვიწროთა თანა და შორეულთა,
ამ დასასრულთა – ახლოეულთა.


მხოლოდ ჩემთან და მხოლოდ ჩვენ სამთან,
წილად ფსკვნილ, წილად თავისუფალთან.


ფურჩალა პიტნა, პიტნა ფურჩალა,
მზემ რომ სახლის წინ ფრთა გაუშალა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი