შენი ..
შენი მიღმეთში ყოფნა ამ ღამით. სიტყვებით ისევ დაგაბრუნე, შენ ახლა აქ ხარ, არის ყოველი ნამდვილი და – მოლოდინი იმ ნამდვილისა. ჩვენი სარკმლის წინ ლობიო მაღლა-მაღლა მიცოცავს: ერთი იფიქრე, ვინ იზრდება ჩვენს გვერდით და ვინ უმზერს ამას. ღმერთი, ჩვენ როგორც წაგვიკითხავს, არის ნაწილი და ის მეორე ნაწილიც არის, მიმოფანტული: სიკვდილში ყველა მოცელილისა შეეზრდება იგი თავის თავს. იქით მიგვიძღვის სწორედ მზერა, ჩვენ ვურთიერთობთ ამ ნახევართან. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი