ორივ ხელისკენ...


ორივ ხელისკენ, მეზრდებოდნენ
სადაც ვარსკვლავნი, შორს
ყველა ცისგან და ყველა ცის
სიახლოვეს:
რა
სიფხიზლეა! რარიგ
გვეხსნება ჩვენ სამყარო, რარიგ განმსჭვალავს
ჩვენივე შუაგულს!


შენ იქ ხარ,
სადაც შენი თვალია, შენ ხარ
ზემოთ და შენ ხარ
ქვემოთ, ვპოვებ
გასასვლელს.


ო, მოყარიბე ცარიელი ეს
შუაგული, სტუმართმოყვარე. მე ვწყდები და
ვეცემი შენსკენ, ეცემი
ჩემსკენ, და ერთმანეთს
მოწყვეტილნი, ჩვენ ვხედავთ
განმჭოლ:


ჩვენ
დავუკარგავთ
სწორედ
იგივეს,
სწორედ იგივეს
დავვიწყებივართ,
სწორედ
იგივეს
ჩვენ – –

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი