გავედი ყველა ჩემი ...


გავედი ყველა ჩემი ფიქრით
სამყაროს გარეთ: იქ შენ გპოვებდი,
ჩემო წყნარო, შენ, ჩემო ხსნილო,
და – შენ მიგვიღე.

ვინ
იტყვის, რომ ჩვენ ყველაფერი ამოგვიქრა,
მაშინ, როცა თვალი ჩაგვემსხვრა?
გამოიღვიძა ყოველივემ, ყოველივე ზეაიმართა.

ვეებერთელა მზე მოცურდა ლივლივით, ნათლად
იდგნენ იქ მისი სული და – სული პირისპირ მისდა, და რა მკაფიოდ,
მიმთითებლურად გაუჩუმდნენ მას ისინი
მისივ სავალზე.

ციმციმ
განიხვნა შენი წიაღი,
და ეთერს მშვიდად შეერია ამონასუნთქი,
და რაც მოღრუბლდა, განა, ეს ის არ იყო სწორედ,
განა, ეს ხატი არ იყო და ჩვენგან არ იყო,
განა, არ იყო
ეს სწორედ ის, რაც სახელია?

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი