ფსალმუნი
არავინ არის მიწისგან და თიხისგან ჩვენი ხელმეორედ გამომძერწავი, არავინ განსჯის ჩვენს ფერფლს. არავინ. დიდება იყოს შენი, არავინ. შენს გასახარად ყვავილობა მოგვსურვებია. შენსკენვე სწრაფვად. ოდენ არარა ვიყავით და ვართ და ვიქნებით, მოყვავილე: არარა და – არავისვარდი. სულნათლიერი ბუტკოთი ჩვენით და ზეციურადუდაბური ამ მტვრიანათი, გვირგვინით ჩვენით, წითელქმნილით ალისფერ სიტყვით, ჩვენ რომ ვიმღერდით ო, ეკალსა, ეკალსა ზედა. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი