ქიმიური


მდუმარება, როგორც ოქრო, მოხარშული
ქვანახშირად ქცეულ
ხელებში.


ვეება, რუხი,
ახლობელი, მსგავსად ყოვლისა, რაც განქარდა,
ხატება დისა:


ყველა სახელი, თანა-
დამწვარი
ყველა სახელი. საკურთხებლად
რამდენი ფერფლი. რამდენი
მიწა, მოპოვებული
მსუბუქ, ასე მსუბუქ
სულთა-
წრეების
თავზე.


ვეება. რუხი. ყოვლად უ-
წიდო.


შენ, მაშინ.
შენვე, ფითრისფერი,
შენვე, კოკრით, დაფლეთილით.
შენ, ღვინის ჭავლში.


(განა მართალი არ არის, რომ
ამ საათმა ჩვენც განგვიტევა?
კარგი,
კეთილი, რარიგ მოკვდა და მიინავლა აქ შენი სიტყვა.)


მდუმარება, როგორც ოქრო, მოხარშული
ქვანახშირად, ქვანახშირად ქცეულ
ხელებში.
თითნი, მხრჩოლავნი, ვით გვირგვინნი, მათ გარშემო
შარავანდედნი – –


ვეებანი. რუხნი. უ-
კვლონი. და
ხელ-
მწიფურნი.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი