მანათობელი ხე
სიტყვა, რომელსაც მიგაკარგე სიამოვნებით: სიტყვა არასდროს. ჰგიებდა, და ეს შენც იცოდი ხანით-ხანამდე, რომ ჰგიებდა თავისუფლება. ჩვენ მივცურავდით. ისიც თუ იცი, რომ მე ვიმღერდი? მე ვიმღერდი მანათობელ ხესთან ერთად, საჭესთან ერთად. ჩვენ მივცურავდით. ისიც თუ იცი, რომ შენ ცურავდი? განხვნილი იწექ შენ ჩემს წინაშე, ჩემს წინაშე შენ იწექ, იწექ წინაშე ჩემი წინ- მხლტომი სულის. მე მივცურავდი შენთვის და ჩემთვის. არ მივცურავდი. ხე მიცურავდა მანათობელი. მიცურავდა კი? აკი, ზანზარა ჰგიებდა ირგვლივ. უსასრულო ტბორი ჰგიებდა. კუპრისფერი და უსასრულო. ასე ეკიდა, ასე ეკიდა სამყაროს თავქვე. ისიც თუ იცი, რომ მე ვიმღერდი? ეს დრეიფი – ო, ეს დრეიფი. არასდროს. თავქვე სამყაროისა. მე ვიმღერდი. განხვნილი იწექ წინაშე ჩემი მესაჭე სულის. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი