Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_k505c4is85m4b8g354mu9l4kph, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
MANDORLA - პაულ ცელანი | პოეზია

MANDORLA


ნუშში _ რა ჰგიებს ნუშის გულში?
არარა ჰგიებს.
არარა ჰგიებს ნუშის გულში.
ჰგიებს და ჰგიებს.


არარაში _ მასში ვინ ჰგიებს? მეფე იგი.
იქ მეფე ჰგიებს, მეფე იგი.
იგი იქვე ჰგიებს და ჰგიებს.


კულულო იუდეველისა, არ გათეთრდები.


და შენი თვალი _ შენი თვალი საით ჰგიებს?
შენი თვალი ჰგიებს ნუშის საპირისპიროდ.
შენი თვალი, იგი ჰგიებს არარაის საპირისპიროდ.
მეფისკენ ჰგიებს.
ჰგიებს და ჰგიებს.


არ გათეთრდები, ხალხის კულულო,
მეფურადლურჯო, ნუშისა გულო.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი