არავისად მიკრული...
არავისად მიკრული ლოყით – შენად, სიცოცხლევ. შენად, ხელის ნარჩენებით მიგნებულისად. თითებო. შორით, ყარიბობით, ჯვარედინებზე, ხანად და ხანად, სულისმოთქმა თავისუფლად დაშთენილი ასოებითურთ, ოდესმე მტვრიან სასთუმალ- ზედა. გახევებული მარაგი გულის: იგივ მხრჩოლავი მსახური ნათლის და სიყვარულის. ალი ნახევარ სიცრუის ჯერაც არა ერთ ან ორ ღამემთევარ იმ ფორაში, მას რომ ეხება. მაღლითკენ ჩქამი საკეტისა, სუნთქვის- ხეში ზემორე თქვენდა: უკანასკნელი სიტყვა, თვალი რომელმაც გკიდათ, ჯერარს, ამიერ თავისშივე იყოს და დაშთეს. . . . . . . . . . . . . . . შენად მიკრული, სიცოცხლეო, მიგნებულო ხელის ნარჩენით. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი