სატყორცნი ჯოხი...
სატყორცნი ჯოხი, სუნთქვის გზებზე, ასე ყარიბობს იგი, ფრთა- მძლავრი, იგივ ნამდვილი, ვარსკვლავთ- სავალზე, სამყაროთა- ნამსხვრევებით ნაამბორები, დროის- მარცვლებით დანაჭდევი, დროისმტვრით, თანა- დაობლებული თქვენთან ერთად, ლავის ნამსხვრევნო, განა- წევრები, განმისხლული, გან- ქარწყლებული, გატანილი და განაგდები, გარითმული საკუთარ თავთან, – ასე ბრუნდება გაფრენილი, ასე ბრუნდება იგი კვლავ და შინ, სულ რაღაც ერთი გულისცემით, რაღაც ერთი ათასწლეულით შიგნივდამდგარი, ვით ერთადერთი მაჩვენებელი ისარი იმ წრის, რომელიც სულმა, რომელიც მისმა სულმა აღწერა, რომელიც არის იმავ სულით გადანომრილი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი