არდასიზმრულის მიერ...


არდასიზმრულის მიერ ნადევნი,
თხრის დაუძინრად გზისგამლევი პურისქვეყანა
მთას სიცოცხლისას.
შენ მისი პურის რბილობიდან
ახლად გამოსრეს ჩვენს სახელებს,
რომლებსაც მე,
შენი
თვალის ალი-კვალი თვითეულ თითზე,
ვუსინჯავ
ადგილს, რომლის გავლითაც
შემიძლია ვიფხიზლო შენსკენ
ნათელ
შიმშილის კელაპტრით პირში.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი