მარიანა
უიასამნოდ დაშთა შენი თმა და სარკესავით გაიყინა შენი იერი. თვალით თვალამდე ღრუბელია გაწელილი, როგორც სოდომი ბაბილონამდე: ის კოშკს ჩამოშლის, როგორც ფოთლეულს, გოგირდის ბუჩქის ირგვლივ ბობოქრობს. ელვა აცხრება მერე შენს ბაგეს _ ქვაბურს, რომელიც ვიოლინოს ნარჩენებით ამოვსებულა. ხემზე სრიალებს თოვლით ფენილი კბილი მავანის: ო, ლერწმის ღერო რა ტკბილად ჟღერდა! ძვირფასო, შენც ხომ ლერწამი ხარ, ჩვენ კი _ წვიმები; ღვინოს _ შენს სხეულს შეუდარებელს _ ვეწაფებით დაურწყულებლივ; პურის ყანაში ნავს – შენს გულს – ღამის მიმართულებით მივასრიალებთ; შენ, ლურჯი ტოლჩა, თავს მსუბუქად გადაგვევლები, და ძილს ვეძლევით… მერე კარვის წინ ასეული წამოიშლება, და სამარისკენ მიგასვენებთ სმით და მოლხენით. სიზმრების მტკიცე ტალერია, ამ სამყაროს ქვაფილებზე რომ წკრიალებს ამიერიდან. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი