გზამოშანთული...
გზამოშანთული შენი ენის ელვარე ქარით ჭრელი უბნობა და- თმენილის _ ას- ენისწვერა ჩემი- ლექსი, ეს არალექსი. ამო- ბურღული, თავისუფლად გზა კაცთაგანის- სახოვან თოვლში, მონანიეთოვლში, მიმართ სტუმართმოყვარე ოთახთა და მაგიდათა, ყინულოვანთა. ღრმად ჟამთაბზარში, ფიჭაყინულის თანაერთ იცდის, სუნთქვისბროლი, უეჭველი შენი სამხილი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი