პასექის კვამლი...


პასექის კვამლი, მაღლამსრბოლი, შიგან ნაგზევით
ასოთამსგავსად
კლაკნილი ღერძის.
(არასოდეს ყოფილა ზეცა,
თუმცა ზღვა არის ჯერაც, ცაცხლოვანმეწამული,
ზღვა.)
ჩვენ აქ ვართ, ჩვენვე,
გამოღწევით მოხარულნი, კარვის წინარე,
სადაც შენ თანამოყარიბე ენით აცხობდი
პურს უდაბნოთა.
მზერის კიდეზე: ცეკვა
ორი ორლესულის,
გულისჩრდილის ბაგირსა ზედა.
ქვეშით კი ბუდე, მოწნული
აზრთა-
ბოლოებით _ რომელ
სიღრმეში?
იქვე: გროშები მარადისობის,
დახრული, ჩვენდა
ყულფის გამნჭოლ შემონთხეული.
ჩქამი ქვიშისა სამი, სამი
მორიელი:
სტუმარხალხი, ჩვენთან ერთად
ერთ ნავსა შიდა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი