ლიხტენბერგისგან...


ლიხტენბერგისგან ნამემკვიდრევი
ხელსახოცი თორმეტი, სუფრა _
პლანეტებისგან დღეგრძელობა
ენის კოშკების, ირგვლივ
მკვდრისებურდადუმებულ ნიშანთ-
ზონაში.
ყოფნისადმისდა
_ არა ჰგიებს ზეცა, არც
მიწა, და ორივ
ხსოვნა ჩამქრალია
ვიდრემდე იმავ
იფანსმინდობილ სინეგოგამდე _,
მისადვემყოფი,
ქალაქყრილით თავმოყრილი
თეთრი კომეტა.
ნაპრალი ხმისა, მისი
მფარველი,
ყოველივეში.
ძოწისფერადდაკარგული
აზრთა-
ძაფისა. ხმამაღლივ-
ქმნილნი მოთქმანი
ამის ზემორე, მოთქმა
ქვემორე ამის _ ვისი
ხმა იგი?
ამითვე _ ნუღა იკითხავ,
თუ სად _
რომ ვყოფილიყავ თითქმის _
ნუ იტყვი სად, როდის, კვლავაც.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი