LYON, LES ARCHERS
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ რკინისისარი, მოწვართული, აგურის ნიშში: მომიჯნავე-ათასწლეული გარეშექმნილა, უძლეველი, უთვალთვალებს შენს მეგზურ თვალებს, ამიერ, წილნაყარი მზერებით, აღვიძებ იმას, მომიჯნავე ვინც არის შენი, იგი ხდება უმძიმესი, უმძიმესი, და შენც, ყველაფრით, რაც გარეშედ ქცეულა შენში, ხდები გარეშე, სიღრმისეული, ის ერთი ლარი ჭიმავს კუთვნილ ტკივილს თქვენს ქვემოთ, მიზანი, უკვლოდ განმქვრეული, ელვარებს, მშვილდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი