მიაჭენებდა ღამე...


გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ


მიაჭენებდა ღამე, ის კი გონს მოსულიყო,
ხოლო მის დროშად ქცეულიყო ობლის ფარაჯა,
არავითარი მცდარი გეზი,
უშეცდომო იყო უკვე მისი ჭენება –
რაღაც ისეთი, რაღაც ისეთი,
თითქოს კვიდოში ფორთოხლები იზრდებიანო,
თითქოს არ ცმოდა არაფერი გაჭენებულს,
გარეშე მისი,
დედის მუცლიდან მოყოლილი, სა-
იდუმლოდდახალული
პირველი
კანის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი