სილურჯიდან...


სილურჯიდან, ჯერაც თავის თვალს რომ ეძებს, მე ვსვამ პირველი.

შენს ნაფეხურებს ვეწაფები და მერე ვხედავ:

ჩემს თითებშორის ჩაიშალე, მარგალიტო, და შენ იზრდები.

ისე იზრდები, როგორც ყველა, ვინც დაივიწყეს.

შენ ჩაიშალე: სევდის შავი სეტყვისმარცვალი

ცემა თავშალს, ერთიანად გახუნებულს მოფრიალე განშორებებით.


(გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი