ბნელი თვალი სექტემბერში
ქვამოსხმული დრო. და ტკივილის დალალკავები ნაკადულებად ევლებიან ირგვლივ მზერას დედამიწისა, მთვრალი ვაშლისა, ცოდვიანი შეგონების მონაბერით გარუჯულისა: ლამაზია და არმოწყალე იმ თამაშისა, რასაც ისინი თამაშობენ ყალბადჩენილ ანარეკლში მისი მერმისის. უკვე მეორედ ყვავილობს წაბლი: ორიონის მალიადი უკუქცევის მწირადელვარე იმედის ნიშნად: მას მაღლით უხმობს ცის თვალდავსილი მეგობრების ვარსკვლავუხვი გულმოდგინება. სიზმრის კარებთან, შეუნიღბავი, უცილობლობს ეული თვალი. სავსებით ჰყოფნის საცოდნელად, რაც რამ ხდება ყოველდღიურად: აღმოსავლეთის სარკმელთან ღამით მას განცდის სუსტი მოგზაური გამოუჩნდება. შენ აწობ მახვილს სისველეში მისი თვალისა. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი