ქონის სანთელი
ბერებმა წიგნი გადაშალეს თმიან თითებით: სექტემბერია. აწ იაზონი მოწეულ ნათესს თოვლის საფარს გადააფარებს. შენ ტყემ ხელების ყელსაბამი გამოგიწოდა, და მიაბიჯებ ბაგირზე, მკვდარი. ბნელი სილურჯე ერგება წილად შენს თმას, ხოლო მე სიყვარულის შესახებ ვყვები. ნიჟარებს ვყვები, მსუბუქ ღრუბლებს, და წვიმაში ყვავილობს ნავი. გადაუქროლებს მფურცლავ თითებს კვიცი-ულაყი _ შავად იღება კარი, მე ვიმღერ: ჩვენ აქ დღემდე როგორ ვიცხოვრეთ? (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი