დრო-ჟამით ხელებმოვსებული...
დრო-ჟამით ხელებმოვსებული, აი, როგორი მოხვედი ჩემთან _ მე ვთქვი: შენ არ გაქვს წაბლისფერი თმა. შენ ის მსუბუქად აასვენე დარდის სასწორზე, სადაც ის ჩემზე მძიმე აღმოჩნდა… ისინი შენსკენ გემებით დიან, ტვირთავენ შენს თმას და სურვილის ბაზრობებზე სავაჭროდ მიაქვთ _ შენ მე ქვევიდან ამომღიმებ, მე პინიდან ჩამოგტირებ, მსუბუქად რომ ატაცებულა. მე ვტირი: არ გაქვს წაბლისფერი თმა, ისინი ზღვის წყალს გთავაზობენ, შენ კი მათ შენივ კულულებს აძლევ… შენ ჩურჩულებ: ისინი უკვე ამ სამყაროს ჩემით ავსებენ, და მე შენს გულში ვრჩები ღარტაფად. ამბობ: საშენოდ მიითვალე ფოთლეული წელიწადების _ მოხვიდე და მეამბორო, სწორედაც დროა! წაბლისფერია ფოთლეული წელიწადების, შენი თმა _ არა. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი