შუაღამე


შუაღამე. სიზმრის ხანჯლებით შეკინძული მკვესავ თვალებში.

არ დაიყვირო ტკივილისგან: ღრუბლები, როგორც თავსაფრები, მიფარფარებენ.

ბნელით ბნელამდე ცეკვის ჟინით, ის ჩვენს შორის განეფინა აბრეშუმის ხალიჩასავით.

შავი ფლეიტა გამოგვიჭრეს ცოცხალი ხისგან, და, აი, უკვე მოცეკვავე ქალიც გამოჩნდა.

ზღვის ქაფით დართულ თითებს ძირავს იგი ჩვენს თვალში:

აქ ვინმეს კიდევ სურს, რომ იტიროს?

არავის. ასე ბზრიალებს იგი, გალაღებული, და ცეცხლოვანი დაფდაფია, ხმას რომ იმაღლებს.

რგოლებსაც გვიგდებს, ჩვენ ხანჯლებზე ვაცვამთ ამ რგოლებს.

ნუთუ, ის ასე შეგვაუღლებს? ნამსხვრევებივით გაიჟღერებს, და კვლავ ვიცი ამიერიდან:

არ მოუკლიხარ

ბალბისფერ სიკვდილს.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი