თეთრად მოგიჩანს ბნელში...


თეთრად მოგიჩანს ბნელში ტანი, ხეო ვერხვისა.
დედაჩემის თმა თეთრად აღარ შეიფერება.
ხარობს სინათლე, უკრაინა ამწვანებულა.
შინდაბრუნებას ვეღარ შეძლებს მზისფერი დედა.

რატომ ყოვნდები წყაროსთვალთან, წვიმის ღრუბელო?
ჩუმად რომ ტირის იქ ყველასთვის, დედაჩემია.
ოქროვან მარყუჟს შემოიქსოვ, მრგვალო ვარსკვლავო.
დედაჩემის გულს მოსაკლავად ესტუმრა ტყვია.

ვინ ამოგაგდო, მუხის კარო, ანჯამებიდან?
სანდომიანი დედა აღარ დამიბრუნდება.
ქვიშა ურნებიდან
ობივით მწვანე ფერი მოსავს დავიწყების სახლს.

ქარსშეტოვებულ ყველა კართან შელურჯდება თავწაჭრილი შენი მედოლე.
ის ხავსისგან და სარცხვინელის მწარე თმისგან დამზადებულ დაფდაფს შენთვის
აახმიანებს;
დაჩირქებული ფეხისთითით შენს წარბს ხატავს იგი ქვიშაზე.

უფრო გრძელს ხატავს, ვიდრე იყო, და – სიწითლეს შენი ტუჩების.
აქ ურნებს ავსებ და გულს ინაყრებ.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი