საფრანგეთის გახსენება
შენც გაიხსენე ჩემთან ერთად: პარიზის ზეცა, პარიზის დიდი უდროობა შემოდგომური… საყვავილეში შევიძინეთ ჩვენ გულები სათოვლიისა: ლურჯები იყვნენ, წყალშიც ლურჯად გამოყვავილდნენ. მოულოდნელად ჩვენს ოთახში მოვიდა წვიმა. გვესტუმრა ჩვენი მეზობელი, Monsieur Le Songe, ჩია კაცუნა. ბანქოს ვუსხედით, მე წავაგე თვალისგუგები; შენ თმა მასესხე, მე წავაგე, მან ჩვენ მოგვცელა. მერე კი კარი გაიხურა, თან გაჰყვა წვიმა. მკვდრები ვიყავით, მაგრამ მაინც შეგვეძლო სუნთქვა. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი