წელიწადები შენით ჩემამდე
მოგეტალღება თმა კვლავ და კვლავ, როცა მე ვტირი. შენი თვალების სილურჯით შლი სუფრას ჩვენი სიყვარულისა: ზაფხულსა და შემოდგომას შორის საგებელს. ჩვენ ვსვამთ, რაც იმან ააქაფქაფა, ვინც არ ვიყავით არც მე, არც შენ ან ვინმე მესამე: ცარიელს და უკანასკნელს ხარბად ვისრუტავთ. ერთმანეთს ვუმზერთ სარკეებში უღრმესი ზღვისა და უმალ საკვებს ვუწვდით ერთმანეთს: ღამე ღამეა, ალიონით იწყება და მე მაწვენს შენთან. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი