მთელი ცხოვრება


ლურჯი ფერი აქვთ ძილ-ღვიძილის მზეებს, ვით შენს თმას შეცისკრებისას.
ისევე სწრაფად იზრდებიან, როგორც ბალახი _ ჩიტის საფლავზე.
მათაც იზიდავს თამაში, ჩვენ რომ ვთამაშობდით ჩვენს სიზმარში ვნების გემებზე.
მათაც უხვდებათ სატევრები დროის კლდეებზე.

ხოლო ღრმა ძილის მზეებს ფერი ულურჯესი აქვთ: შენი კულული ერთხელ იყო მხოლოდ ასეთი:
ვით ღამის ქარი, ვრჩებოდი შენი დის საშოში, გასაყიდად გამოტანილში;
ჩამოშლილიყო ჩვენს თავზემოთ, ხეზე, შენი თმა, შენ კი ამ დროს იქ არ იყავი.
ჩვენ მთლად სამყარო ვიყავით და შენ იყავი ბუჩქი ჭიშკართან.

ხოლო მზეები სიკვდილისა თეთრნი არიან, როგორიც არის თმა ჩვენი ბავშვის:
ზღვის მოქცევიდან იგი მაშინ ამოვიდა, დიუნებში კარავს რომ შლიდი.
ბედნიერების დანა იშიშვლა მან ჩვენს თავზე ჩამქრალი მზერით.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი