ეგვიპტეში


უცხო ქალის თვალს უნდა უთხრა: იყავი წყალი.
ისინი, წყალში ვინც შეიცან, უცხოს თვალში უნდა ეძიო.
შენ წყლიდან უნდა გამოიხმო: რუთ! ნოემი! მირიამ!
შენ უნდა მორთო იგი, როცა უცხოსთან წვები.

შენ უნდა მორთო იგი უცხოს ღრუბლიანი თმით.
შენ უნდა უთხრა მირიამს და ნოემის და რუთს:
შემომხედეთ, მე მასთან ვწევარ!
შენ საუცხოოდ უნდა მორთო შენს გვერდით უცხო.

შენ უნდა მორთო იგი რუთის, მირიამის, ნოემის ტანჯვით.
უცხო ქალს ასე უნდა მიუგო:
შეხედე, მათთან ერთად ვიწექი!

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი