სილურჯეს, ჯერაც მისი თვალის...
სილურჯეს, ჯერაც მისი თვალის მაძიებელს, ვეწაფები უპირველესი. შენს ნაფეხურებს ვეწაფები და ასე ვხედავ: შენ, მარგალიტი, გაგორდები ჩემს თითებს შორის, და შენ იზრდები! იზრდები ისე, როგორც ყველა, ვინც დაივიწყეს. მიგორავ: სევდის კუპრისფერი სეტყვის მარცვალი აცვივა თავშალს, დამშვიდობების ხელისქნევით ერთიანად გამოთეთრებულს. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი