ვინც შენსავით და ყველა...
ვინც, შენსავით და ყველა მტრედივით, ბნელიდან ხაპავს დღის შუქს და მიმწუხრს, ვარსკვლავს ამომჩხვლეტს თვალებიდან, იელვებს ვიდრე, ბალახს ამომგლეჯს წარბებიდან, ითეთრებს ვიდრე, გამომიხურავს კარს ღრუბლებში, შევაღწევ ვიდრე. ვინც, როგორც შენ და ყველა მიხაკი, სისხლს თვლის სარგებლად და ღვინოდ სიკვდილს, ჩემი პეშვიდან გამობერავს საკუთარი თასისთვის მინას, ალისფრად ფერავს სიტყვით, მე რომ არასდროს მითქვამს, და ნამსხვრევ-ნამსხვრევ მიმოფანტავს შორი ცრემლის ქვით. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი