ვინც გულს მკერდიდან...
ვინც გულს მკერდიდან ღამისაკენ აასწრაფებს, ვარდს მოიპოვებს. მისია ვარდის ფურცელიც და ეკალიც _ მისი. სწორედ მის თეფშზე დაასვენებს ვარდი თავის შუქს, აღივსებიან სურნელებით მისნი სასმისნი, თავბრუს ახვევენ მას ჩრდილები სიყვარულისა. ვინც გულს მკერდიდან ღამისაკენ მიმართავს და მაღლა ატყორცნის: ის არ ააცდენს, ის ქვას ქვას უწვდენს, საათიდან სისხლი ჟღერს მისთვის, ის დრო-ჟამს ზომავს თავისი დროით: მას უფლება აქვს ითამაშოს ულამაზესი ბურთებით და ისაუბროს შენზე და ჩემზე. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი