სუდარა
ის, მსუბუქისგან შენ რაც მოქსოვე, მომისხამს მე ქვის პატივსაცემად. შეყვირებებს რომ ავშლი წყვდიადში, მათ კვლავ წყვდიადი შეეგებება. ხშირად, ენა რომ ბორძიკს დაიწყებს, ის დავიწყებულ ნაკეცებს აჩენს, და მიუტევებს, ვინც ახლა ვარ, იმას, ვინც ვიყავ. მაგრამ ფერდობთა მამაღვთაება გამოყრუებულ დაფდაფს შემოკრავს, და ნაკეცები როგორც ჩნდებოდა, სიბნელე შუბლს კრავს. (გერმნულიდან თარგმნა დათო ბარაქაძემ0
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი