ღია ზღვაში


პარიზი, გემი, ჩაშვებული ჭიქაში ღუზა:
შემოვსხდომივართ სუფრას ორნი, შენ გადღეგრძელებ.
ვსვამ ისე დიდხანს, გიბნელდება ჩემი გული და
ვსვამ ისე დიდხანს, მის ცრემლებში ცურავს პარიზი,

ვსვამ ისე დიდხანს, რომ გეზს იღებს შორი ნისლისკენ,
სადაც სამყარო გვებურება, სადაც ყველა “შენ” არის ის ტოტი,
რომელსაც ჩუმ და მოფარფატე ფოთლად ვკიდივარ.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი