მარტო ვარ,მწიფე...
მარტო ვარ, მწიფე სიშავბნელით სავსე ჭიქაში მე ფერფლის ყვავილს მოვათავსებ. ბაგეო დისა, შენ ამბობ სიტყვას, სარკმლების წინ რომ ხარობს მერე, და უხმოდ მეკვრის, რაც ოდესმე მიოცნებია. უკვე ყვავილებმოთავებულ დროში ვყვავილობ, ნაგვიანევი ფრინველისთვის დღვირს ვაგროვებდი: ზაფხულგამოვლილს, ჩემთვის მოაქვს ცოცხალწითელი ფრთით თოვლის ფიფქი, ნისკარტით კი _ ყინულის თესლი. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი