ტოლჩები


კლაუს დემუსს



დროის გრძელ სუფრებს

მოულხენენ ღმერთის ტოლჩები.

ბოლომდე სვამენ ხილულთა თვალებს და თვალდავსილთა თვალებსაც სვამენ,

გულებს მბრძანებელ აჩრდილებისა,

მწუხრიჟამის ჩაცვივნულ ლოყებს.

მომლხენთა შორის მათი ძალა უძლეველია:

როგორც სისავსე, ისე მიაქვთ ბაგეებთან სიცარიელე;

არ იღვრებიან, ვით შენ ან მე, აქაფებულნი.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი